logo
ENG



"ასე უნდა გამოიყურებოდეს" - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გელათის ქვევრებზე

26 ივლ 202015:01
3 წუთის საკითხავი
 
rfj280r0zn1svc1.jpg

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის წევრმა, ლაშა ბერეკაშვილმა, სოციალურ ქსელში გელათში 2018 წელს აღმოჩენილი ქვევრების ფოტოები გაავრცელა. მისი მტკიცებით, ქვევრები შემოცემენტებული და მიწით ამოვსებულია.

"ფორმულა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ ბერეკაშვილის პოსტი სიცრუე და მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

მათივე განმარტებით, ძეგლი სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს აღმოაჩინეს, რომლის კონსერვაციაც ასევე სააგენტომ მოახდინა. მათი თქმით, აღდგენის პირველი ეტაპი, ასევე არქეოლოგიური ნაწილი და კვლევა დასრულებულია. სააგენტოში ამბობენ, რომ ძეგლი ასე უნდა გამოიყურებოდეს, იქ დაზიანებული არაფერია. რაც შეეხება ქვევრში არსებულ მიწას, მათი თქმით, თუ მიწას ამოიღებენ, ქვევრები განადგურდება. ბერეკაშვილის განცხადებას, რომ ქვევრები შემოცემენტებულია, სააგენტოში პასუხობენ, რომ ეს კირია და არა ცემენტი. 


close დახურვა